კვირა, 2026-06-07, 1:39 PM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა

Facebook

მთავარი » ამონარიდები ნაწარმოებებიდან

რავიკმა თავის ზემოთ ჟოანის სახე დაინახა, თმა მხრებზე ეცემოდა. ნაცნობი სურათიაო, გაიფიქრა, ყოველთვის უსასრულოდ უცხო და ახლობელია, ყოველთვის იგივე და მარად ახალი. პირველად შენიშნა, რომ ქალს შუბლზე კანი აქერცვლოდა, დაუდევრად შეეღება ტუცები–ზედა ტუჩზე პომადის ნარჩენები შეხმობოდა.....


'გეგონებოდათ,მთელი ქალაქი გლოვის თალხი სუდარით იყო შემოსილი,თითქოს იგი დაუსაბამო საცხედრე იყო,ხოლო ბინები - აკლდამები მიცვალებულთა''

- თქვენ იღიმებით და ესოდენ მშვიდად ხართ, რატომ არ ყვირით?
- მე ვყვირი, მაგრამ თქვენ არ გესმით ჩემი.



"უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შემომაკვდა როგორც,   მოყვარულსა და როგორც პროფესიონალს, როგორც ჯარისკაცსა და როგორც ექიმს. ეს ადამიანს სიძულვილს, განურჩევლობასა და სიცოცხლის პატივისცემას უნერგავს. მკვლელობებით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, ვინც ადამიანს ხშირად კლავდა, სიყვარულისთვის ადამიანთა ხოცვას აღარ შეუდგება, რადგან ასე სიკვდილი სასაცილო და უმნიშვნელო რამ იქებოდა. მაგრამ სიკვდილი სასაცილო არასოდეს იქენბა. ის ყოველთვის მნიშვნელოვანია."


წვიმს...
ძალიან გაჭიანურდა ეს წვიმა, ჩემო ძვირფასო.
ზოგჯერ, ღამ-ღამობით რომ გამომეღვიძება, ასე მგონია, ამ გაუთავებელ წვიმაში ვარ მეთქი ჩამარხული.


"ქალს ეძინა, თან ისე მაგრამ ეხვეოდა, თითქოს სურს, სამუდამოდ შეინარჩუნოს, ეძინა ღრმა ძილით და კაცს მკერდზე ელამუნებოდა მისი მსუბუქი, თანაბარი სუნთქვა... რავიკს ხელი ჰქონდა გადახვეული ჟოანის მხრებზე და გრძნობდა მისი სხეულის ძილის მომგვრელ სითბოს... ხედავდა მის უშფოთველად ერთგულ, უმანკოებასავით სუფთა სახე. ან უნდა გააღმერთო ან უნდა მიატოვო,– მოაგონდა თავისი ნათვამი, მაღლფარდოვანი სიტყვებია. ვის ეყოფოდა საამისოდ ძალა? ან ვინ ისურვებდა ამის აღსრულებას?"



"პატს ჩემს მხრებზე ჩაეძინა. მე კიდევ დიდხანს ვფხიზლობდი. ოთახის კუთხეში პატარა ნათურა ენთო. თოვლის ფიფქები ოდნავ გასაგონად ეფრქვეოდნენ ფანჯრის მინებს და გეგონებოდათ, რომ ამ ბნელ ღამეში დრო გაჩერდა. "


*დიდ სიღრმეებზე მობინადრე თევზს არ აღელვებს ოკეანის ზედაპირზე მძვინვარე ქარიშხლები.

*სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.

*კაცმა არ იცის რამდენი რამის დავიწყება შეუძლია.ის დიდი ბედნიერებაცაა და საშინელი ბოროტებაც.

*მძაგს სრულყოფილება! ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება



"–აბაზანის მიღება მინდა,–თქვა შეცვლილი ხმით–გავიყინე.შეიძლება?მთელ ოტელს ხომ არ გავაღვიძებ?
რავიკმა გაიღიმა
–თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს იკითხო,ამას რა მოჰყვება,თორემ ვერაფერს გააკეთებ.
ქალმა შეხედა.
 –როცა საქმე წვრილმანებს ეხება,კითხვა შეიძლება.მნიშვნელოვანზე კი–არა!"
... კითხვის გაგრძელება »


"რავიკი საბოლოოდ დარწმუნდა ,რომ ჟოანი არ მოვიდოდა.კაცმა რომ თქვას, ეს დილითვე იცოდა, მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა.უცბად შემობრუნდა,თითქოს ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა,და იმავე წამს ყველაფერი სრულიად ნათელი გახდა.უბრალო ამბავია.ქალმა თავისას მიაღწია და ახლა რა ეჩქარება?ან რას უნდა ელოდეს მისგან?რომ მისი გუ ... კითხვის გაგრძელება »


"ნარინჯისფერ ცას ქალაქის ჭვარტლი ჯერ არ მოსდებოდა. ფაბრიკების სახურავებს მიღმა იგი უფრო ნათელი ჩანდა. საცაა მზე უნდა ამოსულიყო. საათს დავხედე –რვა სრულდებოდა. ჩვეულებრივზე თხუთმეტი წუთით ადრე მოვსულვარ. ჭიშკარი გავაღე და ბენზინის ტუმბო მოვამზადე. ამ დროს ბენზინის ჩასასხმელად ყოველთვის მოდიოდა რამდენიმე მაქნანა"

1 2 »
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 99
ვიდეო განწობისთვის