ქალმა სასმისი დადგა. –მართლა მივდივართ?? –რასაკვირვველია,მივდივართ –გავშორდებით ამ ნისლსა და წვიმას? –დიახ...გავშორდებით ამ წყეულ ნისლსა და წვიმას. –კიდევ დამისხი –არ გეძინება? –არა,მენანება დრო ძილისათვის.ვიდრე გძინავს სიცოცხლე ხომ მიდის. ტრიუმფალური თაღი
რავიკმა მანტო მიაწოდა.ქალს არ ჩაუცვამს,მხოლოდ მოისხა მხრებზე.ეს იყო იაფფასიანი ქრცვინი,შეიძლება მისი იმიტაციაც,მაგრამ მის ტანზე ასეთი ბეწვიც ძვირფასი ჩანდა.იაფფასიანია მხოლოდ ის,რასაც საკუთარი თვის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ,გაიფიქრა რავიკმა.არაერთხელ უხილავს სამეფო სიასამურები და ძალზე იაფფასიანი მოსჩვენებია!