ცხოვრება ავადმყოფობაა და სიკვდილი თვით დაბადებიდან იწყება. ყოველ სუნთქვაში, ყოველ გულისცემაში ჩაქსოვილია სიკვდილის ნაწილაკი - ყოველივე ეს ბიძგებია, რომლებიც დასასრულს გვისწრაფებენ.
ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უFრო ძლიერია.
*ადამიანს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდება თავისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიანი არის და მაშინ ის ძალზე გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიდად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოFილიყო, და თავის თავს ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე... - ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო.
ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს... როცა მას სხვები სჩად
... კითხვის გაგრძელება »
"ყვავილები ყველაფერს ფარავენ.... საფლავებსაც კი.. "
"სიცოცხლის იმ ციცქნა ნაკუწს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენ გვიყვარს, მას ვერასდროს ვაპროცენტებთ და ვერც ვაგირავებთ. იცხოვრეთ თავზეხელაღებული ცხოვრებით!"
"-გწამს, რომ ამ ქვეყნის გარდა სხვა კიდევ არსებობს? -ცხოვრება ისე ცუდადაა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს. . ."
"რა განსხვავებაა, უნამუსოა თუ წმინდანი– ეს სულ იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეხედავს... ფანტაზიას მხოლოდ წყვილი ლურსმანი ესაჭიროება, რომ ზედ თავისი გადასაფარებელი დაკიდოს... ყოველი ბუჩქი – ეკლის იქნება იგი თუ ვარდის – "ათას ერთი ღამის" საოცრებად იქცევა, თუ მასზე მთვარისა და სადაფისაგან მოქსოვილ გადასაფარებლეს გადააფარებ".