შაბათი, 2026-06-06, 4:35 PM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა

Facebook

მთავარი » 2012 » თებერვალი » 5 » ბრძნული აზრები
1:08 PM
ბრძნული აზრები
პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო. – დენი დიდრო

რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები. – ლუი პასტერი

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან. – ნოდარ დუმბაძე

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. – ნოდარ დუმბაძე
ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ. – ილია ჭავჭავაძე
შიშველი მოველ ამ ქვეყნად და შიშველივე მივიქცევი. – სერვანტესი

ვინც თავს იკლავს, თავისივე წარმოდგენილი საკუთარი ხატის მოკვლა სურს: თავს იკლავენ მხოლოდ იმისთვის, რათა იცოცხლონ. – მალრო
ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას, ყველფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება. – მარკესი

ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი. – პითაგორა
კატეგორია: სხვა მწერლების ბრძნული აზრები | ნანახია: 1012 | დაამატა: TORNIKE | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 99
ვიდეო განწობისთვის