სინანული–ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრისა არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილია მუზეუმშია.
"ღმერს არ უყვარს გულქვა სულები, ივიწყებენ მათ არსებობას, ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს"
"ყველაფერი ცოცხალი მოძრაობს, ხოლო ის რაც მოძრაობს, შეიძლება იყოს ძლიერი, მოხდენილი ან სასაცილო, მისთვის მიუწვდომელია მხოლოდ ერთი რამ-უძრავისა და გაყინულის განდგომილი სიდიადე"
"მარტოობა ცხოვრების მარადიული რეფერემია დასაბამიდან. არც უკეტესია და არც უარესი დანარჩენებზე, მხოლოდ ესაა ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. ადამიანი მუდამ მარტოა, და თან არასდროს არაა მარტო"
მე ბედნიერი ვარ და მინდა შენც ბედნიერი იყო,შენ ხარ ჩემი ფიქრი ,როცა ვიღვიძებ და როცა ვიძინებ...ვფიქრობ შენზე და თითქოს ვერცხლის ზარები წკრიალებენ ...ზოგჯერ კი თითქოს ვიოლინოს უკრავენ..ქუჩებს ვავსებთ თითქოს მუსიკა ვიყოთ.
ცხოვრება ავადმყოფობაა და სიკვდილი თვით დაბადებიდან იწყება. ყოველ სუნთქვაში, ყოველ გულისცემაში ჩაქსოვილია სიკვდილის ნაწილაკი - ყოველივე ეს ბიძგებია, რომლებიც დასასრულს გვისწრაფებენ.
ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უFრო ძლიერია.
*ადამიანს ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ აგონდება თავისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიანი არის და მაშინ ის ძალზე გულაჩუყებულია იმის შეგრძნებით, რომ თურმე დიდად კეთილშობილი შეიძლებოდა ყოFილიყო, და თავის თავს ამ ქვეყნიურ სიკეთეთა განსახიერებად სახავს. სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე... - ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო.
ადამიანი ბოროტია, მაგრამ სიკეთე კი უყვარს... როცა მას სხვები სჩად
... კითხვის გაგრძელება »
"ყვავილები ყველაფერს ფარავენ.... საფლავებსაც კი.. "
"სიცოცხლის იმ ციცქნა ნაკუწს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენ გვიყვარს, მას ვერასდროს ვაპროცენტებთ და ვერც ვაგირავებთ. იცხოვრეთ თავზეხელაღებული ცხოვრებით!"
"-გწამს, რომ ამ ქვეყნის გარდა სხვა კიდევ არსებობს? -ცხოვრება ისე ცუდადაა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს. . ."